გიორგი მიქაუტაძე - თეორიულად მაინც თუ ვინმე ამიხსნის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს განსახილველი საქმე ჩაწყობით ხვდება, მაშინ გამოვალ და ბოდიშს მოვიხდი

თეორიულად მაინც, თუ ვინმე ამიხსნის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს განსახილველი საქმე ჩაწყობით ხვდება, მაშინ მე გამოვალ და საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს სისტემის შესახებ კვლევა ცალმხრივად გაასაჯაროვა, მაშინ, როცა მისი მხრიდან იყო მზადყოფნა ემსჯელათ და "კვლევა სხვანაირ ფორმატში გასაჯაროვებულიყო".

მისი თქმით, საბჭო მზადაა, კრიტიკა რიგ საკითხებთან მიმართებაში მიიღოს, თუმცა მოსაზრება, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია სუფევს, აბსოლუტურად რეალურ საფუძველს მოკლებულია.

გიორგი მიქაუტაძის მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ გასაჯაროვდება იმ პირთა ვინაობა, ვინც სასამართლოში არსებულ კორუფციულ რისკებზე მესამე სექტორთან ანონიმურად საუბრობს.

"სასამართლო სისტემა შეფასებულია 6 ადამიანის გამოკითხვით, თუ ასეთი უნივერსალური ექვსი ადამიანი გვყავს, ყველა წავიდეთ, ჩავაბაროთ სასამართლო სისტემა იმ ექვს კაცს და თუ ამდენი იციან და ამდენი შეუძლიათ, ალბათ, ისეთ შედეგებს დადებენ, რომ შეიძლება გასაოცარი ამბავი ვიხლოთ. არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზულად გამოიყურება ეს. ავტორიტეტულ ორგანიზაციებს დავეკითხოთ, წავიკითხოთ მეთოდოლოგია,

შეიძლება, რომ ნახევარ მილიონიანი საქმის განმხილველი ორგანიზაცია ექვსმა კაცმა შეაფასოს და აქედან დაიდოს კვლევა იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ობიექტური არის?! ფაქტია, გარკვეული მიზნები არსებობდა ამ კვლევის დაწყებამდე და ამ მიზნებიდან გამომდინარე ჩატარდა და არა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად . ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ მართლა ობიექტური კვლევა მიგვეღო. ეს არის მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი.

არავინ არის იმ აზრზე, რომ სადმე შეიძლება კორუფცია არ არის და სადმე დანაშაული არ ხდება, ან სადმე უფრო უარესი შემთხვევა არ გვქონდეს, ამას არავინ არ ამბობს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე - გავხდეთ უკეთესები",- განაცხადა მიქაუტაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ რისკებზეა საუბარი. აღნიშნულ კვლევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა