მარკ ჰილდრიუ - პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის კამპანია ქვეყნის ფარგლებს გასცდა, რაც უსამართლობაა და საოპერო მომღერლის კარიერა დააზიანა

რამდენიმე თეატრმა მიიღო ზარი, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და მათ უნდა შეეწყვიტათ პერფორმანსები მისი მონაწილეობით, - ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სააგენტოს, ასკონას ჰოლტის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ჰილდრიუმ განაცხადა.

პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის კამპანია ქვეყნის ფარგლებს გასცდა და უცხოურ თეატრებში გადაინაცვლა. თეატრებში საქართველოდან რეკავენ და დირექციას ატყობინებენ, რომ მათ მიერ მიწვეული არტისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას მარკ ჰილდრიუმ განაცხადა, რომ მომხდარი უსამართლობაა, რომელმაც საოპერო მომღერლის კარიერა დააზიანა. „მე ვთვლი, რომ ეს სრული უსამართლობაა. ამბავი უცბად გავრცელდა კლასიკური მუსიკის სამყაროში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დააზიანა არტისტის კარიერა. მასთან ერთად ვმუშაობ 1984 წლიდან. ის მღერის და გამოდის მსოფლიოს უდიდეს თეატრებში, მონაწილეობს უდიდეს ფესტივალებში, ყველაზე ცნობილ დირიჟორებთან, არტისტებთან ის დღესაც არაჩვეულებრივად მღერის. ამ ბოლო დროს ლონდონის კოვენტ-გარდენის სცენაზე გამოვიდა, იმღერა მონტე კარლოს ოპერაში, სულ მალე პარიზის ოპერაში იმღერებს. მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული მისი ქვეყნისთვის, როცა მისივე თანამოქალაქეები ასეთ ბრალდებებს უყენებენ, რა თქმა უნდა, ძალიან აზარალებს მის კარიერას და როცა ეს ყველაფერი მოდის მისი სამშობლოდან, სრულიად ამაზრზენია“, – განაცხადა მარკ ჰილდრიუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა