არჩილ თალაკვაძე - ახალ რეგლამენტს შემოაქვს საქმიანი პოლიტიკა პარლამენტში და ის მეტად არის ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე

ახალ რეგლამენტს შემოაქვს საქმიანი პოლიტიკა პარლამენტში და ის მეტად არის ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე, - ამის შესახებ დღეს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, ახალი რეგლამენტით პოლიტიკური პროცესი იმ სტანდარტში გადადის, რისი ტრადიციაც ევროპის პარლამენტებშია.

ამასთან, თალაკვაძემ დაადასტურა, რომ უმრავლესობის ფორმატში გაიმართება კონსულტაციები და შეჯერდება პოზიციები იმ ორ სადავო საკითხზე, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას და ასევე, დეპუტატების ეთიკის ნორმების დადგენას ეხება.

ახალი რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა