ადვოკატის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მ.კ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დეტალებზე საუბრის ნებართვა მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ აქვს, თუმცა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება მას ნამდვილად აქვს სახის არეში. თუმცა, საიდან და როგორ მიიღო ეს დაზიანებები, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ ისევ ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე. მას არ სურს დეტალურად ვისაუბრო მედიასთან. დაზიანებასთან დაკავშირებით მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუმცა, პასუხები ჯერჯერობით არ ვიცით.

შევხვდი და ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. რა ინფორმაციაც მედიაში ვრცელდება, მისი მონათხრობი ამისგან განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლეიშვილი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში ნახა გარდაცვლილი ლორა სმიტი დაკავებულმა. ასევე ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს მ.კ-ს შერაცხადობის საკითხზე საუბრისგანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან ბავშვი ტიროდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო