ანრი ოხანაშვილი - #51-ე საჯარო სკოლის მანდატურებისგან ჩვენ პასუხად მივიღეთ, რომ სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე ისინი ინფორმირებული არ იყვნენ

#51-ე საჯარო სკოლის მანდატურებისგან ჩვენ პასუხად მივიღეთ, რომ სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე ისინი ინფორმირებული არ იყვნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სკოლის მანდატურებმა თქვეს, რომ რამე საეჭვო გარემოება და საეჭვო გარჩევა სკოლაში არ შეუნიშნავთ.

“ერთ-ერთი მანდატური აღნიშნავს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში მან ორი არასრულწლოვანი შენიშნა, რომლებიც შემდეგ მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ფიქსირდებიან. მას ამ ორ ახალგაზრდასთან მიმართებით რაიმე დაპირისპირებისმაგვარი არ შეუმჩნევია, მაგრამ მათი საქციელი მაინც ეუცნაურა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მიიყვანა. რაც შეეხება იმას, შეამჩნიეს თუ არა სკოლის გარე პერიმეტრზე, მათ შორის სხვა სკოლის მოსწავლეების ჯგუფური გადაადგილება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ერთ-ერთმა მანდატურმა გვითხრა, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გაკვეთილების შემდეგ აივანზე იმყოფებოდა და გარე პერიმეტრს აკვირდებოდა. მან თურმე გარკვეულ პირთა ჯგუფი შენიშნა, რომლებიც მისთვის უცხო იყვნენ და მანდატურს დაურეკა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო არაფერი იყო, იყვნენ უცხო ბავშვები და გადაემოწმებინა, ვინ იყვნენ ისინი. ერთ-ერთმა მანდატურმა სხვა მანდატურს დაურეკა და სთხოვა გარეთ გასულიყო, რათა გადაემოწმებინა, თუ ვინ იყო ეს ჯგუფი. მანდატურები გავიდნენ, მათ გარე პერიმეტრი დაათვალიერეს, თუმცა ეს ჯგუფი ვეღარ იპოვეს“, - განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სამკაციანმა ჯგუფმა, მედიისთვის დახურულ ფორმატში, სამი მანდატური გამოკითხა. ოხანაშვილის ცნობით, გამოიკითხება #51-ე საჯარო სკოლის კიდევ ორი მანდატური.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა