ემანუელ მაკრონი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 10 ივლისს ვიზიტით რუსეთს ეწვევა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრება, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და დაწერა: „შეხვედრამდე სამშაბათს!“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოხარულნი არიან იმით, რომ ემანუელ მაკრონი რუსეთს ეწვევა.

საფრანგეთის პრეზიდენტი 10 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდება და საღამოს უკან დაბრუნდება, ვინაიდან 11 ივლისს, მთავრობის სხდომას უნდა უხელმძღვანელოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს