დღეს ვაკის დასაქმების ფორუმი გაიმართება

ვაკის მედიათეკაში დღეს ვაკის დასაქმების ფორუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმი თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართება.

დასაქმების ფორუმზე 10-მდე დამსაქმებელი 1000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარდგება. სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს უკვე გაუგზავნეს საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ფორუმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დღესაც, როგორც განვლილ ფორუმებზე ველით დიდ აქტივობას საზოგადოების მხრიდან. კერძო სექტორი თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, საკრებულოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმების ჩატარება თბილისის მასშტაბით უკვე სისტემატიურ ხასიათს იღებს. ანალოგიური ფორუმები უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებს. ერთობლივი ფორუმების ციკლის განახლება დედაქალაქის მასშტაბით სექტემბრიდან იგეგმება.

„ფორუმის ფორმატი რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და მყისიერ დაკავშირებას ითვალისწინებს. საბოლოო მიზანი, უმუშევართა რიცხვის შემცირებისათვის დასაქმების მეტი შესაძლებლობის შექმნაა“, – განაცხადეს სააგენტოში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან