"გვსურს მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვინც დაზარალდა ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად. მანქანები დატვირთულია და მალე მივაწვდით მოსახლეობას სხვადასხვა სახის აუცილებელ პროდუქტს.
ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას ვეხმარებით საწვავით იმისათვის, რომ დროულად მოხერხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება სტიქიის ზონაში", - ნათქვამია “გალფის” გენერალური დირექტორის გიორგი დევაძის განცხადებაში.
(R)