განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, დაემშვიდობება

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. როგორც საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ, განათლების უწყებას, რომლის ფარგლებშიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროც გაერთიანდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, გიორგი ქობულია დაიკავებს, რომელიც რუსეთში საქმიანობს. ფინანსთა მინისტრის პორტფელი კი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბაროს. ფინანსთა მინისტრად ასევე სახელდება კომპანია "ჯეოსელის" კომერციული დირექტორის, ვანო მაჭავარიანის კანდიდატურა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო