ზაზა გაბუნია კახეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია კახეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ზაზა გაბუნია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, როსტომ სესიაშვილთან, მაჟორიტარ პარლამენტის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ქევხიშვილთან ერთად ესტუმრა.

სოფელ ზინობიაში გაეცნო გზის მოხრეშვითი სამუშაოების მიმდინარეობას, სადაც გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. ასევე, გაეცნო და დაათვალიერა სოფელ ბალღოჯიანთან მისასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების მიმდინარე სამუშაოები. ზაზა გაბუნიამ მოსახლეობასთან შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე ვაგრძელებ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთან საუბარს და ურთიერთობას. ეს რეგიონებთან მიმართებით პოლიტიკის განსაზღვრისას საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის. მეორე მხრივ, მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ხელისუფლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი ვართ და მათი საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა