„ლეოგრანდის“ იურისტი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა ბიზნესზე უდიდესი დარტყმაა

ეს არის ბიზნესზე უდიდესი დარტყმა, - ამის შესახებ სასტუმრო „ველმონდის“, იგივე „ლეოგრანდის“ იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სასტუმრო აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვა სასამართლოსადმი მოულოდნელი იყო. ყოველდღიურ რეჟიმში მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა. რაიმე წერილობითი შეტყობინება სასტუმროს არ ჩაბარებია. ისეთ ვითარებაში როდესაც სეზონია, ეს არის ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა - ეს არის ფაქტი. აუცილებელი მოთხოვნები არის დაცული, სხვანაირად არც ერთი სტუმარი სასტუმროში არ იქნება. ფაქტი არის ის, რომ ეს ბიზნესს არ წაახალისებს",- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეო გრანდის”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, უწყების სპეციალისტებმა, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, 2018 წელს სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რომ დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

აღნიშნულ სასტუმროში, გასული წლის 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს