დასაქმების ფორუმი გაიმართა

ვაკის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმი თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმში მონაწილე 17-მდე კომპანიამ შრომის ბაზარზე არსებული 2000-მდე აქტიური ვაკანსია წარადგინა. ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, ფორუმზე დასაქმების მსურველთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

,,ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტთან ერთად, დღეს გადავწყვიტეთ, ვაკის რაიონში დასაქმების ფორუმი გაგვემართა, სადაც სხვადასხვა მსხვილი კომპანია, 2000-მდე ვაკანსიითაა წარმოდგენილი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს, ადგილზე შეავსოს განაცხადი და დასაქმდეს იმ ვაკანსიებზე, რომლებიც შრომის ბაზარზე რეალურად აქტიურია“ - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, დასაქმების ფორუმის მთავარი დანიშნულება მოქალაქეებისთვის ბაზარზე რეალურად არსებული ვაკანსიების შეთავაზებაა.

,,დღეს დასაქმების ფორუმზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. იმედი მაქვს, რომ ისინი წარმოდგენილი ვაკანსიებიდან სასურველი პოზიციის შერჩევას შეძლებენ“, - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

ანალოგიური ფორუმები უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. ღონისძიების ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ პროგრამისა და სერვისის შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო