ადვოკატი - რამაზ მარგოშვილის ჩვენების შემდეგ, ახმედ ჩატაევთან კავშირების კუთხით გამოიკვეთა კონკრეტული პირები, რაზეც ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება ახალი გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს.

ამასთან, ინგა ბოლოთაურის ინფორმაციით, დაცვის მხარე მიმართავს პარლამენტს, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ადვოკატი ჩვენების შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ახმედ ჩატაევთან კავშირების კუთხით გამოიკვეთა კონკრეტული პირები.

"კონრეტულად რა ჩვენება მისცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო და საქმეში ამაზე არ იდო ინფორმაცია. მე ვფიქრობ, ის ინფორმაცია, რაც მარგოშვილმა სასამართლოს მიაწოდა, ახალი გამოძიების დაწყების საფუძველია. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და ვითხოვთ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. გამოიკვეთა კონკრეტული პირები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები გარდაცვლილ ჩატაევთან", - განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მარგოშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი პირი, რომლის მიმართაც უნდა დაიწყოს ახალი გამოძიება, ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული. მისივე თქმით, ამ პირს რამაზ მარგოშვილის წინააღმდეგ აქვს მიცემული ჩვენება სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა