თამარ ტალიაშვილი ზღვის უბნის დასახლებაში ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი წყალანირების შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ზღვის უბნის დასახლების მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის, 28-ე და 28-ე (ა) კორპუსის მცხოვრებლები განახლებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებით ისარგებლებენ.

თამარ ტალიაშვილის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა და დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას. ახალი მიწისქვეშა ქსელებით კი ეს პრობლემა მოიხსნება.

„ზღვის უბანში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის რეაბილიტაცია უტარდება მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ჩემთვის, როგორც არჩეული დეპუტატისთვის მნიშვნელოვანია ჩემი უბნის მოსახლეობის ყოველღიურ საჭიროებებზე ზრუნვა და მათი პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა