რევაზ სოხაძე - გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიის 54% რეკრეაციულია

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიის 54% რეკრეაციულია.

როგორც სოხაძემ განაცხადა, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა და თბილისის მერიამ დიდი სამუშაო შეასრულეს გენგეგმის პირველადი პროექტისთვის ისეთი სახის მისაცემად, რასაც საკრებულო დაამტკიცებდა.

“რამდენიმე თვის ოცდაოთხსაათიანი მუშაობა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მიმდინარე წლის აპრილში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს შევეკამათეთ, რატომ გააუქმეს შიდაკვარტალური გამწვანება, მაშინ ექსპერტების გარკვეული ნაწილი ამბობდა, რომ გენერალური გეგმა ასეთ დეტალიზაციას არ გულისხმობდა. ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა აიტაცეს ეს პოზიცია და აცხადებდნენ, რომ გენგეგმა ასეთი დეტალიზებული არ უნდა იყოს. გენერალურ გეგმას შვიდი თემატური რუკა ახლავს და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მათ შორის გამწვანებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ რუკებს უნდა ჩახედოთ“, - მიმართა ოპოზიციას რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიის 54% რეკრეაციულია, ხოლო ძველ დოკუმენტში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა.

დეპუტატის განმარტებით, ბოლო პერიოდში დეველოპერების მხრიდან თბილისის მერიის მიმართ არსებობს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ ხდება ინტენსივობის კოეფიციენტების გადაჭარბება, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

“რაც შეეხება სამშენებლო კოეფიციენტს და გენგეგმას, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან პირდაპირ ბმაში არ არის. გენგეგმაში ნათქვამია, რომ ჩვენ, საკრებულო და მერია ვაპირებთ ძირითადად ჩარჩო გეგმების და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავების კუთხით ვიაროთ. ამ შემთხვევაში ზოგადად, ქალაქში სამშენებლო განვითარებას ვგულისხმობ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს