ირაკლი ზარქუა - ახალი გენგეგმის სახით საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი გვექნება

ახალი გენერალური გეგმის სახით საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი გვექნება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებდა გენერალური გეგმის პირველადი პროექტი მიეღო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“ჩვენ ის გენგეგმა არ მივიღეთ, რადგან დოკუმენტში იყო ნიუანსები, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი და ქალაქის განვითარებისთვის მიუღებელი იყო. ამის შემდეგ გენგეგმის პროექტი დაიხვეწა. მათ შორის ზონირების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა. დაიხვეწა უფლებრივი საკითხები და დოკუმენტში ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები არის ასახული. უფრო მეტსაც გეტყვით, რუკაზე არც იყო დატანილი რეალურად არსებული გამწვანებული ტერიტორიები. სწორედ ამიტომ შეიქმნა შვიდი თემატური რუკა, სადაც ყველა გამწვანებული ტერიტორია არის დატანილი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ახალი გენერალური გეგმის სახით საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული, ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი იქნება მიღებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა