ექიმი - დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, სისხლის დანაკარგი 2 ლიტრამდეა

თბილისში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. "რეგიონულ ჰოსპიტალში" ოპერაცია დასრულდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული.

"პაციენტი მოყვანილი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის და ჰემორალური შოკის დიაგნოზით. ჩაუტარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, იყო ასევე კუჭის გამჭოლი ჭრილობა, ასევე იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა. გაიკერა კუჭი, პანკრეასი და დაზიანებული სხვა ორგანო. შეჩერდა სისხლდენა. სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა. მძიმეა მდგომარეობა პაციენტის, გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ლექსო ლაგვილავამ.

შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა