ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონს და ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულ ხუთ პოლიტიკოსს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაბლო ლიარენამ, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებს, ავტონომიის ყოფილ ლიდერ კარლეს პუჩდემონს და ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულ კიდევ ხუთ პოლიტიკოსს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა.

ამგვარად, ორიოლ ჟუნკერასი, ჟორდი ტურული, რაულ რომევა, ჟოზეპ რული და ჟორდი სანჩესი, რომლებიც კატალონიის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ისევე როგორც პუჩდემონი, დეპუტატების მანდატებს ვეღარ შეინარჩუნებენ.

ამასთან, პაბლო ლიარენამ პარლამენტს აღნიშნული პოლიტიკოსების პარტიების სხვა წარმომადგენლებით ჩანაცვლების უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუჩდემონი გერმანიაში იმყოფება, სადაც მისი ექსტრადიციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო