ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია ხვალ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგელებს მოუსმენს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია ხვალ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგელებს მოუსმენს.კომისიამ დღეს, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რამდენიმე თვითმხილველი არასრულწლოვანი გამოკითხა და ასევე, ერთ-ერთ თვითმხილველ მოწმეს თამარ გოცირიძეს მოუსმინა. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პარლამენტის კომისიას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც ნათქვამი აქვს სასამართლო პროცესზე და დაკითხვაზე.

გოცირიძის თქმით, ის ხორავას ქუჩაზე მომხდარს მეხუთე სართულიდან უყურებდა, უშუალოდ ფარდულის ინციდენტი არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა დავით სარალიძის მიწაზე დაცემისა და ეზოდან წითელი მანქანის გაყვანის ეპიზოდი. მისივე განმარტებით, ასევე ნანახი აქვს, სავარაუდოდ, ლევან დადუნაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი, რის თაობაზეც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. “ვინაიდან მომხდარს მეხუთე სართულიდან ვხედავდი, ინციდენტში მონაწილეთა სახის დანახვა და ვინმეს ამოცნობა ჩემთვის შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა თამარ გოცირიძემ.

გოცირიძეს საგამოძიებო კომისიის წევრები პარლამენტში, მედიისთვის დახურულ ფორმატში შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს