კურორტ "გოდერძიზე" კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში გადავარდა

კურორტ "გოდერძიზე" კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი, რომელიც 25 წლის იყო, ადგილზეგარდაიცვალა, მეორე კი დაშავადა. იგი ხულოში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, აღნიშნული პირები კურორტ "გოდერძიზე" დასაქმებულები არიან.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა