გიგი წერეთელი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიღებული იქნება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიღებული იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთლმა განაცხადა.

„კარგი პრეცენდენტია კომიტეტში არსებული მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარკვეული ცვლილებების და მოდერნიზების სურვილი იყო დელეგაციების მხრიდან, მაგრამ საქართველოს დელეგაციამ როგორც შეიტანა პროექტი, ისე დაუჭირეს მხარი. დიდი შანსია, რომ პლენარულ სხდომაზე იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეზოლუცია იქნება მიღებული“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში მიმდინარე ეუთო-ს საპრლამენტო ასამბლეის ფარგლებში პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება.

„ათი წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხილვა დღეს კომიტეტზე იგეგმება, შემდეგ კი სესიაზე უყრიან კენჭს. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბაშარულის, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობას და მოუწოდებს რუსეთს, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა