სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დეიდა - ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის, ამის უკან დგას ჯგუფი, რომელმაც დააბრალა ეს მკვლელობა

ეს პატარა ბიჭი ვერ ჩაიდენდა ასეთ მკვლელობას, მითუმეტეს პატარა ბავშვის მკვლელობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის დეიდამ შორენა მარტიაშვილმა განუცხადა.

ოჯახის ვერსიით, კობაურს გარკვეულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა აყურებინა, თუ როგორ კლავდნენ ოჯახს და შემდეგ ეს დანაშაული მას დააბრალა.

"ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის. ამის უკან დგას ჯგუფი, რომელმაც აყურებინა ჩემ დისშვილს ეს მკვლელობა და დააბრალა ამას. არ ვიცი ვის ინტერესებში შედიოდა მისთვის ამ დანაშაულის დაბრალება. ძალიან უკონფლიქტო ბავშვია. ჭკვიანია და ასევე ძალიან მშიშარა", - განაცხადა მარტიაშვილმა.

მისივე თქმით, ადვოკატისგან აქვთ ინფორმაცია, რომ მალხაზ კობაური არ აღიარებს ბრალს.

"შესაძლოა, მასზე განხორციელდა ზეწოლაც, მათ შორის მკვლელის მხრიდანაც. ეს პატარა ბიჭი ვერ ჩაიდენდა ასეთ მკვლელობას, მითუმეტეს ბავშვის მკვლელობას. თუ მან მოკლა, დამარხა, კვალი დაფარა და ამის მერე სამართალდამცველებთან ითანამშრომლა? ეს ხომ ცოტა აბსურდია", - აღნიშნა შორენა მარტიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო