El Pais - ნატო-ში შიშობენ, რომ ტრამპი შესაძლოა პუტინს გაურიგდეს

ნატო-ში აშშ-ს მოკავშირეები შიშობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ ზურგს უკან შესაძლოა, ფინეთში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაურიგდეს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais წერს.

„ადრე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ყველა იმედიანად უყურებდა, ახლა კი ეს იმედი შიშით შეიცვალა“, - მოჰყავს გამოცემას ნატო-ს ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვები.

El Pais-ის წყაროების აზრით, ტრამპი არაპროგნოზირებადია და ყველაფერი მის გუნებაზეა დამოკიდებული.

გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დღევანდელი ვახშმის დროს შეეცდებიან დაარწმუნონ ტრამპი, რომ მან ფინეთში მოკავშირეებთან შეთანხმებული პოზიცია დაიცვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა