ადვოკატმა ბრალდებულ მალხაზ კობაურის პროცესის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დახურვა მოითხოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სხდომიდან იუწყება, ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა. ადვოკატმა საფუძვლად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაასახელა და განმარტა, რომ ბრალდებული 21 წელს მიუღწეველია. ამასთან, ადვოკატმა სხდომის დახურვის მოტივად საქმის რეზონანსულობა და სენსიტიურობაც დაასახელა.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს.

საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი ღია რეჟიმში გრძელდება.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ამ წუთებში კი სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა