ზაზა გაბუნია იაპონელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ იაპონიაში მომხდარი წყალდიდობის გამო საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იაპონიაში შექმნილი რთული ვითარების და იმ დანაკარგის გამო, რაც იაპონელმა ხალხმა განიცადა წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვით. ამ მძიმე წუთებში მიიღეთ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა.

ჩვენი ქვეყანა მადლიერია იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც იაპონელი ხალხი წლების მანძილზე იჩენს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ამით გაჩნდა შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენს რეგიონებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ათასობით ბავშვისა თუ ოჯახისათვის“, - ნათქვამია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა