ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის კანდიდატად ჩემი შერჩევა განვლილი საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა და არა იმის გამო, რომ ქალი ვარ

მთავარი პროკურორობის კანდიდატად ჩემი შერჩევა განვლილი საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა და არა იმის გამო, რომ ქალი ვარ, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინო გოგნიაშვილმა საპროკურორო საბჭოზე გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ის საკითხები, რის შესახებაც საბჭოს წევრებთან ისაუბრა.

„კითხვები იყო ძალიან ბევრი. ფაქტობრივად ყველა წევრმა დასვა კითხვა. ეს კითხვები შეეხებოდა ჩემს ხედვას, თუ როგორ წარმომიდგენია პროკურატურა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპროკურორო საბჭო, თუმცა იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური", - განაცხადა ნინო გოგნიაშვილმა.

მისივე თქმით, მას პროცესის გამჭვირვალობაზე კითხვები არ აქვს.

"არ ვთვლი, რომ ფორმალური პროცესი მიმდინარეობს თუნდაც იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც მე დამისვეს. ფაქტობრივად 2 საათი ვიყავი საპროკურორო საბჭოზე. ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, რომ მე ვავსებდი ადგილს და ქალი კანდიდატი მხოლოდ იმის გამო შეირჩა, რომ გენდერული კვოტა შევსებულიყო. ამ პოზიციას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და შემდეგ უკვე მთავარი პროკურორი უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური. ასევე, უნდა იყოს სამართლიანი. ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვიყავი ობიექტური და სამართლიანი, არ მგონია რომ არჩევის შემდეგ ამ პრინციპებს ვუღალატო. ჩემი შერჩევა ამ პრინციპების გათვალისწინებით მოხდა და არა იმის გამო, რომ ქალი ვარ", - განაცხადა ნინო გოგნიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს