ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელზეც ექსპერტებს უსმენენ, დაიხურა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს უსმენენ, დაიხურა.

სხდომაზე დეპუტატებს უწევდათ კითხვების დასმა მოკლული ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობებზე, მათ სიღრმეებსა და ფორმებზე, რაც როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, საზოგადოებისთვის რთულად მოსასმენია.

კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თავდაპირველად საზოგადოებას მოსმენილი ინფორმაციის გამო ბოდიში მოუხადა. მოგვიანებით, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ დააყენა ინიციატივა, რომ სხდომის ნაწილი, სადაც სენსიტიურ საკითხზე იქნება საუბარი, დახურულიყო, რასაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც დაეთანხმდნენ.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის და კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ექსპერტების მოსმენა დაიხურა, თუმცა მოსმენის ბოლო 10 წუთი ღია იქნება, სადაც საზოგადოება შემაჯამებელ ინფორმაციას მოისმენს.

დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს გიორგი მაღრაძეს, სოფო ბელქანიას, გიორგი ცინცაძეს და ნინო კვიწინაძეს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო