„ბილაინის“ მომხმარებელს მომსახურების შეფასება მარტივი გამოკითხვით შეუძლია

„ბილაინის“ მომხმარებელს მომსახურების შეფასება მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეუძლია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, კომპანიის მომსახურების ხარისხი მომენტალურად, მარტივი გამოკითხვით შეაფასოს. „ბილაინის“ მომხმარებელი კომპანიას აწვდის საკუთარ მოსაზრებას ვების, სოციალური მედიის, მობილური აპლიკაციისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ამიერიდან, ამ ჩამონათვალს დაემატა მოკლე კითხვარი SMS-ის სახით, რაც აბონენტს საშუალებას აძლევს, „ბილაინის“ პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხი შეაფასოს.

„ბილაინის“ მომხმარებელს საკუთარი აზრისა და გამოცდილების დაფიქსირებისთვის შეუძლია გამოიყენოს კომპანიის facebook-ის გვერდი, „ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმა“, სატელეფონო ცენტრი, „პირადი კაბინეტი“ და MyBeeline აპლიკაცია, იმის მიხედვით, რომელი გზა არის აბონენტისთვის უფრო მოსახერხებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა