მამუკა ბახტაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც ბახტაძე აცხადებს, მან იანოშ ჰერმანს საქართველოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

“დღეს მქონდა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების დღის წესრიგი. ხაზი გავუსვით ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს განვითარების გზაზე. მინდა საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო იანოშ ჰერმანს ყველა იმ წარმატებისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, რაც მან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გააკეთა საქართველოსთვის“, - წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს