ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფათიჰ იაუზის ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამომძიებლებისა და ექსპერტთა დაკითხვა განხორციელდება, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მტკიცებულებები მოიპოვეს.

სასტუმრო „ველმონდის“ საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასტუმრო „ველმონდში“ იგივე („ლეოგრანდში“) სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა