ექსპერტი გიორგი ცინცაძე - დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სხეულზე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გარდა, სხვა საგანს არ უმოქმედია

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის გიორგი ცინცაძის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულ გ.ბ-ს კუთვნილი დანის პირი გაღუნული არ არის.

როგორც ექსპერტმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმარტა, მიკროდეფორმაცია მხოლოდ დანის წვერმა მიიღო. მისივე თქმით, დეფორმაცია თვალით ხილული არ არის. “ამ დეფორმაციამ არც დანის თვისება შეცვლა, არც დანის სიგრძე და არც დანის სიგანე. ამიტომ შემდგომში ამ დანით ექსპერიმენტის ჩატარება ნებისმიერ ექსპერტს შეუძლია“, - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა საგამოძიებო კომისიის წევრების პასუხად განმარტა, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სხეულზე და გამოკვლეულ კანის პრეპარატებზე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გარდა, სხვა საგანს არ უმოქმედია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. დღეს სამი ექსპერტი გიორგი მაღრაძე, სოფო ბელქანია და გიორგი ცინცაძე გამოკითხეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა