ზაქარია ქუცნაშვილი - დღეს იმისთვის ვიკრიბებით, რომ პრემიერმა გაგვაცნოს თავისი კაბინეტის წევრები, რომელთა შერჩევა მისი ერთპიროვნული პრეროგატივაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შერჩევა პრემიერის ერთპიროვნული პრეროგატივაა. ქუცნაშვილის თქმით, მასთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა.

"დღეს სწორედ ამისთვის ვიკრიბებით, რომ გაგვაცნოს პრემიერმა თავისი კაბინეტის წევრები. ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა კონსულტაციები და სხვასთან თუ იყო არ ვიცი. პირადად პრემიერის ერთპიროვნული პრეროგატივაა, რომ შეარჩიოს კაბინეტის წევრები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, რატომ იცვლებიან მხოლოდ ეკონომიკური გუნდის მინისტრები და არა ძალოვანები, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ იუსტიციის მინისტრთან ბევრი შეკითხვა იყო, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ "არ იქნება პატიოსანი ქცევა, მხოლოდ ერთ ადამიანზე გადავიდეს მთელი პასუხისმგებლობა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა