ნატო-ს სამიტის დეკლარაცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ლიდერების მიერ გამოცემულ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ამ სამი ქვეყნიდან. „მტკიცეთ ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, რომელსაც ჩვენ არ ვცნობთ”, - ნათქვამია დეკლარაციაში. ნატო-ს ლიდერები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

“რუსეთს მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად, რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრისმაგვარი კონსტრუქციების აგება”, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს პარტნიორებს უფლება აქვთ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორების უფლებას, დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რომელზეც გავლენას არ მოახდენს გარე ზეწოლა ან დაძალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრაზე”, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო