მამუკა ბახტაძე 2500 ლარზე მაღალი ხელფასის 30%-ით დაბეგვრის ინიციატივაზე - ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს

ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ინიციატივის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრას შეეხება.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფრაქცია „ქართულ ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა