ნიკოლოზ გაგუა - სამთავრობო ავტოპარკის ცვლილებებზე მნიშვნელოვანი ინიციატივები მომავალი თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი

სამთავრობო ავტოპარკის ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინიციატივები მომავალი თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ავტოპარკის ცვლილება სახელისუფლებო სექტორს შეეხება. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. პრემიერმა გააჟღერა, რომ მომავალი თვის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული გეგმა მრავალი მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიაზნია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ მცირე მთავრობის პრინციპიდან გამომდინარე, უფრო ნაკლები ავტომობილი იყოს, უფრო ნაკლები იყოს დანახარჯი ავტომობილებთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ, გაჟღერდეს ის ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნას. ამ მიმართულებით მნიშვენლოვანი ცვლილებები გაჟღერდება თვის ბოლოსთვის“, - განაცხადა გაგუამ.

მისივე თქმით, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ბუნებრივია, ეს ცვლილებებს შეიტანს მათ შორის ფისკალურ ნაწილშიც. „ეს გადაწყვეტილებებიც თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი“, - აღნიშნა გაგუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო