ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მოსწავლეები გერმანიაში გაემგზავრნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბორჯომელი მოსწავლეები გერმანიის ქალაქ ვეიჰეს საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ახალგაზრდები მერმა ლევან ლიპარტიამ, კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ გააცილეს. ბანაკში 15 მოსწავლე და 3 მასწავლებელი 16 ივლისამდე დარჩება. მოსწავლეები გერმანელ, ლატვიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, პრეზენტაციაში, ჯგუფურ აქტივობაში, ასევე, დაათავლიერებენ ღირშესანიშნაობებს, შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს.

„მსგავს საჩუქარს მუნიციპალიტეტი მეორე წელია უკეთებს ახალგაზრდებს. ეს იქნება მოტივაცია მათთვის, კიდევ უფრო მეტად იშრომონ და უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. ამ მოგზაურობით მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიარონ საკუთარი კულტურა და ტრადიციები უცხოელ თანატოლებს“, - აღნიშნა მერმა.

მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეირჩნენ. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა