გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მას დოდო გუგეშაშვილის მკვლელობა დაუკვეთეს

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებისათვის ცნობილი ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გარკვეული დროის უკან დოდო გუგეშაშვილის მკვლელობა დაუკვეთეს. როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმარმა მას განუმარტა, რომ გუგეშაშვილის მკვლელობის შეკვეთის თაობაზე მას შეხვდა უცხოელი მამაკაცი, რომელიც გამოგზავნილი იყო ერთ-ერთი რუსი გენერლისგან, შეხვედრა კი თურქეთში შედგა.

აქედან გამომდინარე, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი იდგეს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მას პატიმარმა უთხრა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თაობაზე ჩვენების მისაცემად მზადაა, თუმცა გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად დრო ითხოვა. ნიკოლაიშვილის განმარტებით, პატიმარი საქართველოს მოქალაქეა.

"შვილის მკვლელობა და დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის საფუძველი არ იყო რაღაც სპონტანური შელაპარაკება. ეს ყველა შემთხვევაში დაგეგმილ მკვლელობას ჰგავს და აქედან გამომდინარე, ჩვენც და გამოძიებაც ვცდილობთ გავარკვიოთ, სად მიდის კვალი.

მე ერთ-ერთი პატიმრისგან მივიღე ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისთვის თვითონაც მზადაა, თუმცა ამ ეტაპზე მთხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელო. პატიმარი ამბობს შემდეგს, რომ ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ გასულ წელს, სადაც მასთან მივიდა ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ვინაობასაც ასევე ასახელებს და რომელიც არის უცხოელი. მან შესთავაზა ამას, (პატიმარს), რომ ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია ან მოეძებნა ადამიანები, რომლებიც განახორციელებდნენ დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაციას. სიაში გუგეშაშვილთან ერთად იყო სხვა ოთხი ადამიანი. ის ადამიანი (პატიმარი) ამბობს, რომ მე ვინც მითხრა და შემიკვეთა ეს ამბავი, იყო ემისარი, კონკრეტულად, გამოგზავნილი ერთ-ერთი რუსი გენერლისგან, რომლის გვარიც შეუძლია დააზუსტოს. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ ამას ვაჟღერებთ, მხოლოდ როგორც ინფორმაციას და არა როგორც მტკიცებულებას, რომელსაც გადამოწმება სჭირდება. ასევე ჩვენ არ ვამბობთ, რომ რატომ არ გამოიძიეს ეს ფაქტი, ვინაიდან ამის შესახებ ჯერ მედია იგებს ახლა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა