გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ლიდერებს - საქართველო მზადაა იმისთვის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, გიორგი მარგველაშვილმა ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც დღემდე ქვეყანამ მიაღწია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატო-სკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია - ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო“.

„დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება წევრობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად, რეგიონის მნიშვნელობაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, თუ რა შესაძლებლობებს ხსნის საქართველო თანამშრომლობისათვის და რატომ არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა მნიშვნელოვანი ნატო-სათვის.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხისგაუცემლობის შედეგია, რომ დღეს მივიღეთ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ.

„ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატო-ს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა.

დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისათვის. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა