გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა შედგა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს - გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ტრამპთან ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ აუდიენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.

ამასთან, როგორც საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზეც, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის.

„კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო