თენგიზ ფხალაძე - ნატოს გენერალურმა მდივანმა და 29 ქვეყნის ლიდერმა ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველო ღირსეული, მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი პარტნიორია

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ისე 29 ქვეყნის ლიდერმა ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველო არის ღირსეული, მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ფხალაძის განმარტებით, ყველამ ერთხმად დააფიქსირა ის პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ და აღინიშნა, რომ ის არის შთამბეჭდავი და სამაგალითო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის.

,,ამავდროულად მადლობა გადაგვიხადეს იმ მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში.რამდენიმე ქვეყანამ სესიაზე მოითხოვა დაუყოვნებლივ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება. საბოლოო ჯამში, ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის და რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე და საქართველო მზად არის ამ დიალოგისათვის'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა