გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატო-ს ახალი გაფართოება უნდა იყოს

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო- საქართველო- უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც დღემდე საქართველომ მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატო-სკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო.

"დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება წევრობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად, რეგიონის მნიშვნელობაზე ევროატლანტიკურ უსაფრთხოების, ის თუ რა შესაძლებლობებს ხსნის საქართველო თანამშრომლობისათვის და რატომ არის საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანი ნატო-სთვის.

გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რადგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხისგაუცემლობის შედეგია, რომ დღეს მივიღეთ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ.

„ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატო-ს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა. დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისათვის. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო