გუბერნატორი - ლენტეხში, ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებაც და ლიკვიდაციაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში 120 მეხანძრე მაშველთან ერთად ჩართულია ვერტმფრენიც, შესაბამისად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზების საჭიროება არ დგას.

არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, დამწვარი ტერიტორიის არეალი არ გაზრდილა, თუმცა განადგურებულია დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია. მისივე განმარტებით, ცეცხლის მასშტაბების გაზრდის საშიშროება არ არის მოსალოდნელი.

„ცეცხლის ლოკალიზებისთვის ძალიან აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ვერტმფრენი. ის ცეცხლის ქრობის პროცესში გუშინ, შუა დღეს ჩაერთო. დღეისათვის კი მუშაობა 11:00 საათიდან განაახლა. პარალელურად მუშაობს ცოცხალი ძალაც. კერასთან ახლოს გაკეთდა ავზი, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ინტენსიურად მოხდეს წლის დასხმა ცეცხლის კერაზე. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე, ცეცხლი პრაქტიკულად, ლოკალიზებული იქნება და შესაძლოა, ლიკვიდირებულიც კი. ამასთან, მაშველების დამატებით ჩართვის საჭიროება არ არის, ვინაიდან ისეთი ტიპის ფერდობი და რთული რელიეფია, ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი ცოცხალი ძალის შეყვანა იმ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია ის, რომ მუნიციპალიტეტის მერებმაც სურვილი გამოთქვეს ცოცხალი ძალით დაგვხმარებოდნენ, თუმცა შეუძლებელია იქ რამდენიმე ასეული კაცის მუშაობა. ამ ეტაპზე, ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში 120 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. მორიგეობით შედიან, კერებს ამუშავებენ ანუ მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო პროცესი ცეცხლის ჩასაქრობად“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო