ანრი ოხანაშვილი - საჭიროა, მოწმეებმა უფრო მეტად ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან და საგამოძიებო უწყებებთან

საჭიროა, უფრო მეტად ითანამშრომლონ მოწმეებმა როგორც კომისიასთან, ასევე საგამოძიებო უწყებებთან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს კომისიის წევრებმა ფსიქოლოგების თანდასწრებით ის არასრულწლოვნები გამოკითხეს, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.

"დღეს ჩვენ მოწმეთა გამოკითხვები გავაგრძელეთ. გამოვკითხეთ ორი მოწმე, რომლებიც ამ ინციდენტში გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ. თუმცა, ისევე როგორც დღემდე, რაიმე განსაკუთრებული სიახლე ან დეტალი არ უთქვამთ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ პრობლემაა ჩვენებებთან დაკავშირებით. საჭიროა უფრო მეტად ითანამშრომლონ მოწმეებმა.

ჩვენი მიზანია მივიღოთ მეტი ინფორმაცია, ვიდრე აქამდე შეიძლება ყოფილიყო. მოწმეები ყვებიან ფაქტებზე, თუმცა ვერ იხსენებენ დეტალებს და გარკვეულწილად იმ ჩვენებებს უბრუნდებიან, რომელიც მიცემული აქვთ.

დასაკითხ პირებს შორის დღეს დაკითხული პირები ფარდულში არ ყოფილან, თუმცა პერიმეტრზე ფიქსირდებიან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა