სამგორის რაიონის ბაგა-ბაღების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღების პედაგოგებსა და პერსონალს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

აქცია თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბაგა-ბაღების 130-მდე თანამშრომელს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიეს.

გიორგი ტყემალაძემ ჰოსპიტალის ექიმებსა და მენეჯმენტს აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, მოსახლეობა ხშირად სწორედ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში დახმარების მიზნით მომმართავს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ აქცია ჩაგვეტარებინა, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოსახლეობას კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებდა. დღევანდელი აქცია სამგორის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და პერსონალისთვის გაიმართა. მსგავსი აქციები, საჭიროებისამებრ, მომავალშიც ჩატარდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აქცია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და მისი პრეზიდენტის, ქეთევან ბარათელის მხარდაჭერით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა