არჩილ მესტვირიშვილი - ფიზიკური პირი თანაბრად დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც სესხს აიღებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობა ამ ეტაპზე ფინანსური სტაბილურობის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, დაკრედიტების ზრდის მაღალი მაჩვენებელი არსებული მდგომარეობის პრობლემად გადაქცევის რისკს წარმოქმნიდა.

მესტვირიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც არა მხოლოდ პრევენციული ხასიათის იქნება, არამედ, რაღაც კუთხით, უკვე არსებულ პრობლემებსაც მოაგვარებს.

“ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა მთავრობასთან ერთად, აქტიურად დავიწყეთ. ახლა პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ჭარბვალიანობისგან თავის არიდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღესდღეობით ონლაინსესხების და სწრაფი დაკრედიტების კუთხით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ასეთი ნაბიჯები გაგრძელდება, რათა საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებები უკეთ დავიცვათ”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, არჩილ მესტვირიშვილმა იმ ფიზიკურ პირებზეც ისაუბრა, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეწევიან და აღნიშნა, რომ ის, ვინც სესხს პროფესიულ დონეზე გასცემს, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში, როგორც სესხის გამცემი ორგანიზიაცია. შესაბამისად, მან უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ის პირობები, რომლებიც ამჟამად ბანკებს, მიკროსაფინანსოებსა და სესხის გამცემ სხვა ორგანიზაციებს მოეთხოვებათ.

“ჩვენი მიზანია, ერთნაირად მივუდგეთ ყველა სესხის გამცემს, რათა ფიზიკური პირი თანაბრად დაცული იყოს ყველგან, სადაც სესხს აიღებს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა