გივი მიქანაძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიის უფროსს შეხვდა

ვარშავაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების რიგით მესამე სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიის უფროსთან, აგნიეშკა კაჩმარსკასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერეს.

გივი მიქანაძემ კოლეგას პოლონური პარლამენტარიზმის 550 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს არა მარტო სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაცაა.

„პოლონეთს ევროპულ კანონმდებლობაზე ჰარმონიზაციის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაზიარება არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანაში პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გაცვლითი სასწავლო ვიზიტები მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნულ პროგრამაში ჩართულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს