იტალიის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გამორიცხა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გამორიცხა. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო-ს დაფინანსების კუთხით იტალიას აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომელთათვისაც ჩვენ არ გვიღალატია, ამიტომ დამატებითი ხარჯების გაღებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა კონტემ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ს ყველა ქვეყანამ თავდაცვითი ხარჯების გაზრდის პირობა დადო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა