ანაკლიასა და ზუგდიდში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ანაკლიასა და ზუგდიდში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ქალის როლი წყალმომარაგების სექტორში და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა იყო ადგილობრივ ქალებთან შეხვედრის მთავარი თემა. საინფორმაციო კამპანიას, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.

„მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼-ს არ აქვს წვდომა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან. საინფორმაციო კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება - რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სექტორში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები, ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროექტები და კომპანიის ძირითადი საქმიანობაც გააცნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს