საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა, ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი კომპეტენტური და შესაბამისი დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

„პრემიერის მიერ წარმოდგენილი გუნდი არის ძალიან კომპეტენტური და შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული. ბუნებრივია, ჩემი და საპარლამენტო უმრავლესობის ნდობა განახლებულ გუნდს აქვს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მმართველ პარტიაში შემავალი დეპუტატების განცხადებით, პრემიერ–მინისტრი იაზრებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. მათი აზრით, ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევენ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასამტკიცებლად, პარლამენტში შემავალ დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა