„ჯი-ვი-პი“-მ ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსთი განმარტებით, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების 1 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა. წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები - ჩამკეტი ურდულები და წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ პროექტში 370 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„რამიშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია 13 ივლისს განახორციელებს, რისთვისაც რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებშია დაგეგმილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 13 ივლისს 21:00 საათიდან 14 ივლისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს